"თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, შესაძლოა, ისინი რუსების სამიზნე გახდნენ" | გაეროში რუსეთის ელჩი იმუქრება 

გამოქვეყნდა:

"შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლა და მათში ალიანსის ქვედანაყოფების შემდგომი განლაგება ამ ტერიტორიებს რუსი სამხედროებისთვის შესაძლო სამიზნეებად აქცევს", - თქვა დიმიტრი პოლიანსკიმ, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ.

„მათ [შვედეთმა და ფინეთმა] იციან, რომ თუ ნატოს წევრები გახდებიან, ეს გამოიწვევს გარკვეული სარკისებური ნაბიჯების პროვოცირებას რუსეთის მხრიდან, რაც ჩვეულებრივ ალიანსის წევრ ქვეყნებზე მოქმედებს. გახდებიან სამიზნეები, შესაძლო თავდასხმის სამიზნეები - ისევე, როგორც რუსეთის ტერიტორიები ხდება ნატოს ქვეყნების თავდასხმის სამიზნე...

ნატო ჩვენთვის ძალიან არამეგობრული ბლოკია. ის მტერია. ნატომ თავადაც აღიარა, რომ რუსეთი მტერია. ეს ნიშნავს, რომ ფინეთი და შვედეთი მოულოდნელად ხდებიან მტრის ნაწილი ნეიტრალური ქვეყნებიდან. ისინი იღებენ ყველა რისკს, როგორც ყველა. სხვაგვარად, მათ გარკვეული რისკები დაეკისრებათ თავდაცვის სექტორში, დაზარალდებიან ეკონომიკური ხარჯებით“, - თქვა პოლიანსკიმ. 

რუსეთის ელჩი გაეროში ამბობს, რომ ისინი ფინეთთან და შვედეთთან წლების განმავლობაში "მეგობრულად" ცხოვრობდნენ, მაგრამ თუ "ნატოში" გაწევრიანდებიან, მისი თქმით, იძულებული იქნებიან "სამხედრო ნაბიჯები გადადგან“,

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი