უკრაინელებმა, ლუგანსკში, რუსული Mi-24 ვერტმფრენი ჩამოაგდეს 

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის რაიონში, უკრაინელმა დამცველებმა რუსული Mi-24 ვერტმფრენი ჩამოაგდეს - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება.

„დღეს, 12 მაისს, ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 81-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის საზენიტო მსროლელმა იპოვა მტრის ოთხი ვერტმფრენის ჯგუფი და ჩამოაგდო ერთ-ერთი მათგანი Stinger-ით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული "კა-52" ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ეს რუსული ვერტმფრენი 16 მილიონი დოლარი ღირს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი