"ფინეთის მთავრობა ქვეყნას NATO-ში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, კვირას შესთავაზებს" | საგარეო საქმეთა მინისტრი 

გამოქვეყნდა:

ფინეთის მთავრობა ქვეყანას NATO-ში გაწევრიანებას კვირას შესთავაზებს - განუცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს ჰელსინკიში გამართულ ბრიფინგზე.

ამის შემდეგ წინადადება ალიანსში გაწევრიანებაზე პარლამენტში კენჭისყრაზე განიხილება, ორშაბათს დილით დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში „ძალიან შეცვალა უსაფრთხოების ლანდშაფტი ევროპაში“ და დასძინა, რომ ამან, ასევე, შეცვალა საზოგადოებრივი აზრი ნატოს წევრობის შესახებ.

"პირველად, ფინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას“, - თქვა მან.

ჰავისტომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქვეყანა მჭიდრო კავშირშია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან შვედეთი ასევე განიხილავს ნატოში გაწევრიანებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი