
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ის „სიამოვნებით" შეუერთდება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას, თუ მას ვინმე დააორგანიზებს.
სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, რომ შეიძლება ღირდეს აქციებით იმის ჩვენება, როგორია ხალხის განწყობა.
„მე არ მსმენია აქციის შესახებ, თუმცა შეიძლება ღირდეს აქციებით იმის ჩვენება, როგორია ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ასეთი აქციის გამართვის შემთხვევაში, თუ ასეთ საჭიროებას ვინმე დაინახავს და დააორგანიზებს, რასაკვირველია, სიამოვნებით შევუერთდები იმიტომ, რომ მე ვგრძნობ და მაქვს განწყობა, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო იყოს პაიკი. მე ასე არ ვხედავ ჩემს ქვეყანას",- ამბობს ის.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დასაწესებლად და სწორედ ამიტომ იწვევს ეჭვებს ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის კანონიერი უფლების შეფერხება.