ოკუპანტები ცდილობენ წინსვლას ლიმანის მიმართულებით, თუმცა დამანგრეველი დანაკარგები აქვთ - კირილენკო

გამოქვეყნდა:

მტერი ცდილობს წინსვლას ლიმანის მიმართულებით, თუმცა დამანგრეველი დანაკარგების წინაშე დგას, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში რთული ვითარებაა, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

"მტრის შეტევას ახორციელებს ლიმანის მიმართულებით, მაგრამ მისი ყველა მცდელობა, გადალახოს მდინარე და წინ წავიდეს, წარუმატებელია. ისინი განიცდიან დამანგრეველ ზარალს", - ამბობს კირილენკო.

მანვე აღნიშნა, რომ რუსები არ შეჩერდებიან, სანამ უკრაინელი დამცველები მათ სრულად არ გაანადგურებენ. 

"დასახლება არ დარჩა, რომელიც არ დაუბომბავთ. ყველაზე ცხელი წერტილი ავდიივკაა, თითქმის ყოველ საათში იბომბება ვუგლედარი, ტორეცკას თემი", - თქვა კირილენკომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი