"აუცილებლად დავამარცხებთ ბოროტებას, თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ფასად" | ქართველები უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის აღმოსავლეთით საჰაერო და სახმელეთო შეტევებს ისევ აგრძელებენ. უკრაინაში მებრძოლი ქართველების თქმით, რუსები არ ინდობენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ სასტიკად უსწორდებიან, აუპატიურებენ ბავშვებს და ქალებს. პარალელურად, პერმანენტულად ხორციელდება შეტევები რუსული არმიის ბაზებზე.

"იბომბება სხვადასხვა ადგილები რუსეთის მხრიდან, ძირითადად საბავშვო ბაღებს, სკოლებს და ასეთ ადგილებს ესვრიან. ჰოსპიტალთანაც ჩამოაგდეს ბომბი. ოჯახებში უვარდებიან ხალხს, აუპატიურებენ, ბავშვებს ხოცავენ. ადამიანების გარდა ყველაფერი არიან, ცხოველსაც ვერ უწოდებ", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნიკა ჭურაძე.

ქართველი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ბოროტების დასამარცხებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

"აქტიურ ფაზაში გრძელდება დაბომბვები, ძირითადად არტილერიის მხრიდან. მოაბრუნებენ ხოლმე ამ არტილერიას და ჩვენს გასამწარებლად და ხალხის, მშვიდობიან მოსახლეობასაც ესვრიან. ამ დროს ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ უკან დავიხიოთ. შეტაკებები კვლავ აქტიურად გრძელდება... აუცილებლად დავამარცხებთ სიბოროტეს და ბოროტებას, ეს გარდაუვალია. თუნდაც, ჩვენი სიცოცხლის ფასად", - თქვა უკრაინაში მებრძოლმა ლაშა რუხაიამ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი