ბიძინა ივანიშვილს დასაცავი არაფერი არ აქვს - ბექა დავითულიანი

გამოქვეყნდა:

"დასაცავი ჩემი აზრით არაფერი არ აქვს არც სახელმწიფოს, არც მთავრობას და არც ბიძინა ივანიშვილს, როგორც მოქმედი სახელისუფლებო ძალის დამფუძნებელს" - ასე ეხმაურება, ივანიშვილის დასაცავად, "უცნობის" დაანონსებულ კამპანიას "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი.

"ბიძინა ივანიშვილს ხომ არ უთქვამს, რომ მე მჭირდება აქციებიო. გარკვეულმა პირებმა, თვითონ გამოთქვეს ასე ვთქვათ, რაღაცა პოზიცია, რომ ჩაატარებენ აქციებს თუ მოხდება ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაო. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არ მოხდება იმიტომ, რომ ამისი არანაირი საფუძველი არ არსებობს. " - ამბობს ბექა დავითულიანი.  

ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას მომღერალ "უცნობის" აღშფოთება მოჰყვა და თქვა, რომ მის დასაცავად ქუჩაში იმდენი ადამიანი გამოვა, რამდენიც ჯერ აქამდე არ გამოსულა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი