
CNN-ის ინფორმაციით, ხარკოვში კასეტური ბომბები გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ჟურავლევის ბრძანებით ჩამოყარეს. მათივე ინფორმაციით, ის რუსეთის 79-ე სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადის მეთაურია და ხელმძღვანელობდა სირიაში, ალეპოს შტურმს, 2016 წლის ზაფხულში, რის შემდეგაც ქალაქი ასადის ძალების კონტროლქვეშ მოექცა.