
უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, რუსების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს წინაშე დოკუმენტაცია წარადგინა. მისი თქმით, დოკუმენტაციაში საუბარია ოკუპანტების მიერ, ადამიანების იძულებით დეპორტაციის და იდენტურობის მოსპობის ფაქტებზე.
დენისოვას თქმით, ოკუპანტები იძულებით დეპორტირებულ ადამიანებზე ინფორმაციას, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აგროვებდნენ.
"გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს წინაშე, უკრაინაში რუსეთის მიერ, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ვისაუბრე. საბჭოს წინაშე წარვადგინე დოკუმენტაცია, სადაც საუბარია, ოკუპანტების მიერ ადამიანების იძულებით დეპორტაციის ფაქტებზე. ასევე მოვითხოვეთ მოგვეცეს უფლება, დავაზუსტოთ, რა რაოდენობის უკრაინის მოქალაქეზეა საუბარი, რომლებიც რუსეთში გაიყვანეს და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ასევე უზრუნველყოფილ იქნას მათი სამშობლოსი დაბრუნება, სხვადასხვა გზებით მოვიპოვეთ ინფორმაცია,რომ იძულებით დეპორტირებულ ადამიანებზე, მტერი ინფორმაციას ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აგროვებდა და მისთვის კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადებული ჰქონდათ, ჩვენს ბავშვებს უკვე რუსულ ენაზე ასწავლიან, ეს არის იდენტურობის მოსპობა, რადგან არ იქნებიან ბავშვები არ იქნებიან მომავალი სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ", - ამბობს ლუდმილა დენისოვა