"აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის" - ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ივანიშვილის მხარდამჭერ აქციებზე

გამოქვეყნდა:

"აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის" - პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს ურჩევს, რომ "ცინიკურ საუბარს თავი დაანებოს". ასე უპასუხა მან კითხვას, გეგმავს თუ არა "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის დასაცავად აქციების გამართვას, რაზეც ბოლო დღეებია საუბარი მიმდინარეობს.

ეს ინიციატივა "უცნობმა" გააჟღერა.

 "ასეთ ცინიკურ საუბარს, მე გირჩევთ, რომ თავი დაანებოთ, ეს ერთი, მეორე, ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი ქონების, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, სამ მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ის რეფორმა, პოლიციის, სამხედრო, უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომლებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში "გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა" არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის და პიროვნული დამსახურება", რომელსაც "მთავრობაც აგრძელებს"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი