2012-ში გვერდით დავუდექი მეგობარს სოლიდარობის ნიშნად ... დღეს, უკვე ჩემი მეგობრის პრობლემა აღარ დგას, ეს არის შანტაჟის პრობლემა - ფოფხაძე ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

"2012 ში, როცა "ოცნება" ახალი მოსული იყო და ნიკა დააკავეს და ვთქვი, რომ მე დავუდგები თავდებად ნიკას...მაშინ მე ეს გავაკეთე მეგობრის სოლიდარობის ნიშნად... დღეს, უკვე ჩემი მეგობრის პრობლემა აღარ დგას ეს არის შანტაჟის პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე " - ამბობს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

"2012- ში, როცა ქართული ოცნება ახალი მოსული იყო და ნიკა დააკავეს და ვთქვი, რომ მე დავუდგები თავდებად ნიკას [...] მე არ მითქვამს, რომ თუ დამნაშავეა მაინც არ დაიჭიროთ თქო, მე მაგას ვერ ვიტყოდი. ვთქვი, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს ეს ადამიანი არის თუ არა დამნაშავე, მანამდე იყოს ეს ადამიანი თავისუფალი. მაშინ მე ეს გავაკეთე მეგობრის სოლიდარობის ნიშნად, რომელიც მართლა მიმაჩნდა უდანაშაულოდ და არ მიმაჩნდა, რომ ის თავისუფლად ყოფნის პირობებში რაიმე ზიანს მიაყენებდეს მართლმსაჯულებას, მაშინ აღმოჩნდა, რომ იმ საქმეზე ნიკა გვარამია დამნაშავე არ ყოფილა და გამართლდა და ეს საკითხები დამთავრდა. 
დღეს, უკვე ჩემი მეგობრის პრობლემა აღარ დგას. უკვე დგას შანტაჟის პრობლემა, სახელმწიფოს მხრიდან, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე. გაგრძელდება თუ შეწყდება ეს უკვე აღარ არის კერძო პირის მიმართ წარმოებული დაპირისპირება, იმიტომ რომ ნიკას დღეს უპირისპირდებიან, რომ არ მოსწონთ "მთავარი არხის" სარედაქციო პოლიტიკა და არ მოსწონთ, რომ აქ შეიძლება გაჟღერდეს ისეთი პოზიცია, რომელიც მათთვის მიუღებელია..." ამბობს ფოფხაძე. 
 

2 წლისა 7 თვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული საქმის პროცესები დაასრულა და გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენს.  დასკვნითი სხდომა 11 მაისს გაიმართა. 
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი