"ექიმის დონეზე ჯერ ვერ მივედი..." - ვივა მედში მესამე პრეზიდენტთან პირადი ექიმები და დეპუტატები არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმები, კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ნიკოლოზ ყიფშიძესა და ოთარ თოიძეს რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ საშვზე უარი უთხრეს.

მათი თქმით,  უცნობია ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.

 "2 საათის განმავლობაში ვცდილობდი, რაღაც პასუხი გამეგო, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, ასე რომ წავალ მე და დაველოდები იქნებ ვინმემ დამირეკოს მითხრას, როდის შეიძლება ავადმყოფის ნახვა .. არც ის ვიცი ანალიზები გაუკეთეს, არც ის ვიცი როგორ გრძნობს თავს. ექიმის დონეზე ჯერ ვერ მივედი, ჯერ ველაპარაკები კარისკაცებს და ა.შ" - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვივა მედში დღეს დეპუტატებსაც სურდათ, თუმცა არც ისინი შეუშვეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უარი კონკრეტული არგუმენტების გარეშე უთხრეს. ახლა ისინი სიტუაციის გასარკვევად პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობენ. 

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტებებს არ აკეთებს კლინიკის ადმინისტრაცია. ვივამედის დირექტორი მხოლოდ იმას ამბობს რომ ისინი ყველა პაციენტზე ზრუნავენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი