
პირველი რუსი სამხედროს სასამართლო პროცესი კიევში დაიწყო - UNIAN სასამართლო პროცესიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ვადიმ შიშიმარინი უიარაღო მოქალაქის მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, მან 28 თებერვალს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის ოლქის სოფელ ჩუპახივკაში ადგილობრივი მამაკაცი მოკლა, რომელიც გზაზე ველოსიპედით მიდიოდა.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ენედიქტოვას ოფისის განცხადებით, იძიებენ 10,700-ზე მეტ პოტენციურ სამხედრო დანაშაულის საქმეს, რომელშიც მონაწილეობს 600-ზე მეტი ეჭვმიტანილი, მათ შორის რუსი ჯარისკაცები და მთავრობის წარმომადგენლები.