"[პოლონეთში] მზად არიან, პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, წაიყვანონ და უმკურნალონ" | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

პოლონეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად თვითმფრინავი გამოყოს, შემდეგ კი მესამე პრეზიდენტის სათანადო მკურნალობის კურსი უზრუნველყოს. ამის შესახებ ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის დედას დღეს პოლონეთის საელჩოში მიაწოდეს. 

გიული ალასანია ამ წუთებში კლინიკა "ვივა მედში" იმყოფება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უნდა მოინახულოს. 

"მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის", - თქვა გიული ალასანიამ.

პოლონეთის მზაობას საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი