აზოვსტალისთვის ბრძოლა გრძელდება, მტერი მიწისქვეშა შესასვლელებს ეძებს - ანდრიუშჩენკო

გამოქვეყნდა:

აზოვსტალის ფოლადის ქარხანა ისევ ოკუპანტების მთავარი სამიზნეა. მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს თქმით, ქარხანა ისევ დაიბომბა და ადგილობრივებმა ძლიერი აფეთქებების ხმაც გაიგეს - "დაბომბვის დასრულების შემდეგ, რუსებმა შეიძლება სცადონ სახმელეთო შეტევების დაწყება“, - თქვა მან.

ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა გაავრცელა.

ანდრიუშენკოს ცნობით, მტერი მიწისქვეშა შესასვლელებს ეძებს

"ქარხნის ტერიტორია უზარმაზარია, ისინი [რუსები] ცდილობენ გაარღვიონ დაწესებულება  და იპოვონ მიწისქვეშა გვირაბები, სადაც საველე ჰოსპიტალია და სადაც ჩვენი დამცველები არიან“, - თქვა ანდრიუშჩენკომ.

მრჩეველმა განმარტა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება მარიუპოლში, რადგან ოკუპანტები არ უშვებენ მათ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

"ხალხი ბრუნდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მწვანე დერეფნების ფაქტობრივი ჩაკეტვის გამო. ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ზაპორიჟიაში, იძულებულნი არიან დაბრუნდნენ ქალაქში, თავიანთ სახლებში. ამავე დროს, ჩვენ ვერ ვხედავთ სურსათის მარაგის ზრდას“, - განაცხადა ანდიუშჩენკომ.

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, წითელი ჯვარი რუს ოფიციალურ პირებთან განიხილავს აზოვსტალში მყოფი დაჭრილების ბედს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი