"ოცნება" ივანიშვილის დასაცავად | "უცნობი" ოლიგარქის მხარდამჭერი აქციებით იმუქრება

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი თვითგადარჩენის რეჟიმშია. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა დასავლური სანქციების რეალობა იგრძნო და ახლა ყველა მეთოდით ცდილობს თავის დაცვას. ქვეყნის შიგნით ოლიგარქი საზოგადოებრივი აზრის შემნას და ხალხის მხადაჭერის მირებს ცდილობს. თითქოსდა საკუკთრი ინიციატივით, მაგრამ რეალურად სწორედ ივანიშვილის დავალებით, და მმართველი პარტიის ორგანიზებით, საეჭვო რეპუტაციისა და ღირებულებების აქტივისტები სახალხო გამოსვლებს აანონსებენ. 

ამ სახალხო გამოსვლების გაცხადებული მიზანია პირადად ივანიშვილის, მისი ქონების დაცვა და სანქციებს არდაშვება. მმართველი პარტია ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ივანიშვილის სანქცირება საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავს. თუმცა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი გაურბის კითხვაზე თუ რა მიზეზით ხდება საქართველოს არაფორმალური მმართველი დასავლური სანქციების სამიზნე და ადასტურებს თუ არა ეს მის კავშირს კრემლთან?

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი