"აზოვსტალიდან" ევაკუაციაზე რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს... პროცესში ჩართულია ყველა, ვინც შეიძლება იყოს გავლენიანი შუამავალი - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუაციის მომდევნო ეტაპთან დაკავშირებით ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესში ჩართულია ყველა, ვინც კი შეიძლება გავლენიანი შუამავალი იყოს.

"ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან". ამჟამად მიმდინარეობს ძალიან რთული მოლაპარაკებები ევაკუაციის მისიის მომდევნო ეტაპზე, რაც მოიცავს მძიმედ დაჭრილებისა და მედიკოსების გაყვანას. საუბარია ადამიანების დიდ რაოდენობაზე. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მათგანი, თითოეული ჩვენი დამცველი გამოვიყვანოთ. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს გავლენიან შუამავალი, უკვე ჩართულია შესაბამის მოლაპარაკებებში", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი