საეჭვოა, მოსკოვმა სერიოზულად განიხილოს "სამხრეთ ოსეთის" შემოერთების საკითხი, ამით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან მიერთების საკითხზე "რეფერენდუმის" ჩანიშვნას ეხმაურება. 

როგორც ის Facebook-ზე წერს, საეჭვოა, მოსკოვმა უახლოეს მომავალში "სამხრეთ ოსეთის" მიერთების საკითხი განიხილოს, რადგან ამით ოკუპანტი ქვეყანა მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს.

"ე.წ "სამხრეთ ოსეთში" ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებში" ბიბილოვის დამარცხება განაპირობა ორმა ფაქტორმა:

ა) "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობა კატასტროფულად უკმაყოფილოა იმით, რომ ოსები, რომლებიც ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ბიბილოვის წინადადებით, უკრაინაში საომრად გააგზავნა...ბევრი იქ დაიღუპა, სხვები გამოიქცნენ და ბიბილოვს ადანაშაულებდნენ: იქ რა გვინდოდა, უკრაინასთან ომის ჩვენი საქმე არ არის, ის ჩვენი ომი რატომ უნდა ყოფილიყოო.

და მათზე არ ჭრიდა არგუმენტი, რომ რუსეთის არმიის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან და უბრძანეს.

ოსებს დღემდე ეგონათ, რუსეთს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ სჭირდებოდათ და თურმე უკრაინის წინააღმდეგაც სჭირდებათ!ამიტომაც გამოიქცნენ ვინც ომს გადაურჩა და მშობლიურ `სამხრეთ ოსეთს` შეაფარეს თავი.

ბ) ამ ისტორიამ მოსკოვი გააცოფა მთლიანად ოს სეპარატისტებზე:

ფაქტობრივად, მოხდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დისკრედიტაცია.

აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა მოსკოვმა უახლოეს მომავალში სერიოზულად განიხილოს "სამხრეთ ოსეთის" შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს. ბიბილოვი იმიტომ ამოხტა შარვლიდან` და ათასამდე ოსი "საზარბაზნე ხორცად" გააგზავნა უკრაინაში, რომ ეგონა: მოსკოვი ამისთვის დამაჯილდოებს მეც, ოსებსაც და რუსეთის ფედერაციის 86-ე სუბიექტად მიგვიღებსო

ამიტომ, მიმავალი ბიბილოვის მიერ რეფერენდუმის თარიღის ჩანიშვნა ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს…", - წერს ნიკა მელია.

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი