"მტერმა წარმოუდგენელი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა... ეს გენოციდია და რუსეთს არ შერჩება" - მარიუპოლის მერი

გამოქვეყნდა:

ომის დაწყებიდან მტრის თავდასხმებს მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა... ეს გენოციდი რუსეთს არ შერჩება - მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები "აზოვსტალის" ტერიტორიაზე თავდასხმებს არ წყვეტენ.

მისი თქმით, მტერი იყენებს ყველანაირ იარაღს, მათ შორის ფლოტს, ავიაციას, არტილერიასა და ტანკებს.

"აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. მტერი იყენებს ყველა შესაძლო იარაღს. ფლოტი შეუჩერებლად ბომბავს ქარხნის ტერიტორიას, ასევე ავიაცია, არტილერია და ტანკები. ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ამ ხაზს იცავენ, თუმცა ეს ძალიან რთულია. იმედი მაქვს, მთავრობა და პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი გმირების გამოსაყვანად", - თქვა ბოიჩენკომ.

მანვე აღნიშნა, რომ რუსმა აგრესორებმა მარიუპოლში უკვე 20 ათასზე მეტი მოქალაქე მოკლეს:

"ომის დაწყების დღიდან მტრის მიერ მძიმე არტილერიის გამოყენებას 20 ათასზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე ემსხვერპლა. მტერმა წარმოუდგენელი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, დღეს კი მათი მთავარი საზრუნავი ამ დანაშაულის დამალვაა. ისინი ამას საერთო სასაფლაოების გათხრით ცდილობენ. რუსებს ტყვედ 100 ათასზე მეტი მოქალაქე ჰყავთ, დასცინიან, საკვებს და წყალს არ აწვდიან. ეს არის გენოციდი და რუსეთს ეს არ შერჩება", - აღნიშნა ვადიმ ბოიჩენკომ.

ამასთან, მარიუპოლის მერის თქმით, რუსებმა ქალაქში სახლების უკანონო პრივატიზაციაც დაიწყეს. ბინები ურიგდებათ რუს ოფიცრებსა და კოლაბორანტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი