
ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხერსონის მცხოვრებლებს მიმართა და მოთმინებისკენ მოუწოდა - "მოითმინეთ, გევედრებით. მესმის, რომ ძალიან რთულია, ჩვენს მიწაზე ყველანაირი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ადამიანი დადის..."ლენდ ლიზი" მალე იქნება...ხერსონს მაინც გავათავისუფლებთ, არ დანებდეთ“ - ამბობს კიმი თავის ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, Lend-Lease-ის ისტორიულ კანონპროექტს აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი 9 მაისს მოაწერა. პროგრამა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში მთავარი როლი ითამაშა შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას აძლევს ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე დაეხმაროს უკრაინას, როგორც სამხედრო ასევე ჰუმანიტარული ტვირთით. რაც პირდაპირ გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას.
უკრაინის ინფორმაციით, ოკუპანტები ხერსონში ე.წ. სახალხო რესპუბლიკის" დაარსებისთვის, "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ.
იხილეთ ასევე: