ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს

გამოქვეყნდა:

უკრაინასთან რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს. ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივი, ან თუ ინდოეთის მთავრობა ანიჭებს ექსპორტის ნებართვას ქვეყნებს, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზეა დამოკიდებული.

ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია და წარმოებული ხორბლის უმეტეს ნაწილს ქვეყნის შიგნით მოიხმარენ.
ხორბლის ექსპორტი შავი ზღვის რეგიონიდან მას შემდეგ შემცირდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი