სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით, ქალ პოლიტიკოსს სერიოზულად არავინ აღიქვამდა - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას წინა ხელისუფლება ლანძღა და თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით", საქართველოში ქალ პოლიტიკოსს "სერიოზულად არავინ აღიქვამდა".

"გავიხსენებ ალბათ, ვინაიდან ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი, განგრძობადად, იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში. ეს იყო დრო, როდესაც ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი. ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ნორმა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მოკრძალებულ კანონს, რომელიც უცხოელების ზეწოლის ქვეშ იყო თავის დროზე წინა ხელისუფლების მიერ მიღებული, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს უფლებებს ოჯახში, სამსახურში და პოლიტიკაში", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს, "ერთადერთი კაცი, რომელიც ხელს უწყობდა, რომ ქალი კანდიდატები ყოფილიყვნენ, ბიძინა ივანიშვილი იყო".

"არავის ეწყინება იმედი მაქვს, მაგრამ უნდა ვთქვა, რადგან ეს ის არის, რაც ყველაზე კარგად ვიცი, როგორც მოწმემ. პირველ წელს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა, ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია, რომელიც ხელს უწყობდა, რომ ქალები კანდიდატები ყოფლიყვნენ და პარტიული სია ყოფილიყო დაბალანსებული, ეს გახლდათ სწორედ ბიძინა ივანიშვილი. ეს ნამდვილად იყო ასე", - თქვა თეა წულუკიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი