ვინც წუხს, რომ საქართველო არ იყო G7-ის მონაწილე, წუხს, რომ ქვეყანაში არ არის ომი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი შვიდეულის სამიტზე საქართველოს არმიწვევის მიზეზი "პოზიტიურია".

როგორც კობახიძე ამტკიცებს, უკრაინა და მოლდოვა სამიტზე მხოლოდ იმიტომ მიიწვიეს, რომ ომთან არიან დაკავშირებული და ის, ვინც "წუხს, რომ საქართველო არ არის დიდი შვიდეულის მონაწილე, წუხს რომ საქართველოში არ რის ომი". 

"მიზეზი არის ძალიან პოზიტიური. რატომაც ჩვენ არ ვესწრებით არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც წუხან, რომ საქართველო არ იყო დიდი შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ომი და ეს არის რეალობა.

გერმანიის საელჩო მარტო გერმანიის საელჩო ხომ არ არის, გერმანიის საელჩო ახმოვანებს გერმანიისა და ამ შემთხვევაში, დიდი შვიდეულის საერთო პოზიციას და გერმანიის საელჩომ განმარტა შემდეგი: უკრაინა არის ომში, მოლდოვა უშუალოდ ემიჯნება საომარ მოქმედებებს და თუ ვინმეს სწყინს, რომ იქ არ იყო მიწვეული საქართველო, მას სწყინს, რომ საქართველო არ არის გახვეული სამხედრო კონფლიქტში",-თქვა კობახიძემ.

საკითხს დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა: "ამასთან დაკავშირებით გაგცათ პასუხი გერმანიის ელჩმაც და მიიღეთ შესაბამისი პასუხი",-თქვა მან.

ცნობისთვის, დიდი შვიდეულის  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გერმანიაში 13 მისს გაიმართა.  შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია, ასევე ომის რეგიონული და გლობალური შედეგების დაძლევა განიხილეს.  G7-ის შეხვედრაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია, თუმცა საქართველო - არა.

გერმანიის საელჩოს განმარტებით, უკრაინა ომის მდგომარეობის გამო იყო მიწვეული, მოლდოვა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო. რაც შეეხება ინდონეზიას, საელჩოს განმარტებით, ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი