არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომელთა შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს - G7

გამოქვეყნდა:

"არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომელთა შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს და გავაგრძელებთ ჩართულობას უკრაინისა და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად", - ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მინისტრები პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად.

დიდი შვიდეულის  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გერმანიაში 13 მისს გაიმართა.  შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია, ასევე ომის რეგიონული და გლობალური შედეგების დაძლევა განიხილეს.  G7-ის შეხვედრაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის იყო უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია, საქართველო - არა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი