
რატომ იწყალებს პრეზიდენტი 40 მილიონის ქურდს და რატომ არ იწყალებს 2000 ლარის ქურდს, - ამის შესახებ სახალხო დამცველისგან, პარლამენტში, "ქართული ოცნებიდან" დემარშით წამოსული დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა.
ადამიანებს აინტერესებთ, ასე ფიქრობს ადამიანი, ვიღაცა შეიძლება 40 მილიონის გამო ციხიდან გამოუშვას პრეზიდენტმა და მე ორიათასი ლარი მაქვს ვთქვათ მოპარული და ამის გამო შვიდი წელი ციხეში უნდა ვიყო. ეს სტანდარტიც არის გასარკვევი. რამდენად სამართლიანია ამ შემთხვევაში, როდესაც შეუძლია პრეზიდენტს 40 მილიონის ქურდობის მუხლით გამოუშვას ადამიანი ციხიდან და ათასი ლარის გამო ადამიანი წლების განმავლობაში იყოს ციხეში, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.
ლევან გოგიჩაიშვილმა სახალხო დამცველს ამ საკითხზე რეკომენდაციების გაჟღერებისკენ მოუწოდა.