"ფინეთი და შვედეთი ქურთისტანის მუშათა პარტიას მხარს ღიად უჭერენ... ხალხი NATO-ში მათ დაბლოკვას გვთხოვს" | ჩავუშოღლუ

გამოქვეყნდა:

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ფინეთი და შვედეთი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK). როგორც მან აღნიშნა, ეს "მიუღებელი და აღმაშფოებელია". მისივე თქმით, სწორედ ამიტომ თურქეთის მოსახლეობა ამ ორი ქვეყის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.

"პრობლემა ისაა, რომ ეს ორი ქვეყანა ღიად უჭერენ მხარს PKK-სა და YPG-ს. ეს ტერორისტული ორგანიზაციებია, რომლებიც ყოველდღიურად უტევდნენ ჩვენს ჯარებს... თურქი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ ქვეყნების [NATO-ში] გაწევრიანების წინააღმდეგია და ისინი გვთხოვენ გაწევრიანების დაბლოკვას", - თქვა მან.

12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი