უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი გმირი შეეწირა - 38 წლის რატი შურღაია ქალაქ იზიუმთან შეტაკების დროს დაიღუპა.

რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო. 

რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. ის ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა. ოჯახის წევრებს უკრაინულმა მხარემ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა.

დაღუპულის დედა პოლონეთში ცხოვრობს. მას შვილთან კონტაქტი ბოლოს 5 დღის წინ ჰქონდა. დედის თქმით, რატი შურღაია ამბობდა, საქართველოს თავისუფლებისა და მთლიანობისთვის ოკუპანტ მტერთან ბრძოლას უკრაინაში აგრძელებდა.

სხვა დეტალები ოჯახისთვის ჯერჯერობით უცნობია. 

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ასობით ქართველი იბრძვის. ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 10-ზე მეტი მათგანი შეეწირა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი