სისხლიანი პლაკატები კრიტიკული მედიის ლოგოების გამოყენებით - კალაძე ახალ შტურმს იწყებს

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ახალ შტურმს იწყებს. მმართველი პარტიის მთავარი სამიზნე "მთავარი არხი", "ფორმულა" და "ტვ პირველია". შავ პიარს სათავეში უდგას თბილისის მერი კახი კალაძე, რომელმაც დღეს, 22:00 საათზე, ანგარიშსწორება მედიასთან სიმართლის მუშტებით უკვე დააანონსა.

ლაივ ჩართვისთვის, კალაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკვე გამოფინა საგანგებო პლაკატიც, რომელიც გასულ არჩევნებში გამოყენებული შავი პიარის სისხლიან ელემენტებს მოიცავს, თუმცა ამჯერად, სააკაშვილი-ბოკერიას ნაცვლად, პირსისხლიანი პლაკატები "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" ლოგოების გამოყენებით დამზადდა. 

მედიამფლობელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ანგარიშწორების ახალ ტალღას იწყებს. 

კახა კალაძემ ოდნავ მოგვიანებით, ცოტა შეარბილა ტონი და განაცხადა, რომ ის სიძულვილის ენას არ იყენებს, უბრალოდ მედიასაშუალებების მხილებას ცდილობს.

ეს არ არის რაღაცა ჩვენი მხრიდან უხეში სახით, უბრალოდ, თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე ჩვენი მხრიდან იქნება ფაქტები, არგუმენტები და დასაბუთებული პასუხები. სისხლი არაფერ შუაში არაა, ეს არის ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოები. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარებს და თქვენ ცდილობთ, რომ ეს კომენტარები არ გაუშვათ ან გაუშვათ მიჭრილ-მოჭრილი, ამიტომ საზოგადოება რომ არ შევიდეს შეცდომაში, კარგი იქნება ჩვენი მხრიდან, რომ ყველა თქვენს მიერ გავრცელებულ სიუჟეტზე იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული პასუხები, რომ მოსახლეობამ მერე თვითონ გააკეთოს ანალიზი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, - ამბობს კალაძე. 

კახა კალაძე კრიტიკული მედიის "მხილებას" დღეს 22:00 საათზე აპირებს. 

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი