"რუსეთის შეჭრა ტემპს კარგავს... უკრაინას ამ ომის მოგება შეუძლია" - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე

გამოქვეყნდა:

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანი დარწმუნებულია, რომ უკრაინას თავისი ხალხის გამბედაობის და დასავლეთის დახმარების წყალობით, რუსეთთან ომის მოგება შეუძლია. ამის შესახებ მან ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რუსეთის სასტიკი შეჭრა ტემპს კარგავს. მოკავშირეთა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით - მრავალმილიარდიანი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, უკრაინელი ხალხისა და არმიის სიმამაცის წყალობით, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ეს ომი", - თქვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან კონტრშეტევა წარმატებით განახორციელა, რის გამოც, ოკუპანტებს მოუწიათ პოზიციების დატოვება და რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილება. 

ამასთან, მტერი არ წყვეტს დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქების აღების მცდელობას. ამ მიმართულებით აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი