
დღეს დილით, რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს. საკრუიზო რაკეტები გაშვებული იყო შავი ზღვიდან, სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავებიდან - ამის შესახებ უკრაინის „დასავლეთის“ საჰაერო სარდლობა იტყობინება.
"რაშისტებმა რამდენიმე რაკეტა გაისროლეს ლვოვის რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით. საკრუიზო რაკეტების გაშვება, სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავებიდან განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დასავლეთის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ოკუპანტის ორი საკრუიზო რაკეტა.