ოდესაზე მტრის სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია - სერგეი ბრაჩუკი

გამოქვეყნდა:

რუს ოკუპანტებს წუხელ ოდესა არ დაუბომბავთ, თუმცა სარაკეტო დარტყმის რისკი კვლავ ძალიან მაღალია, - ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივანმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა

"მადლობა ღმერთს, დაბომბვა არ ყოფილა. სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლირებადია, თუმცა სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია", - თქვა ბრაჩუკმა. 

მანვე დასძინა, რომ ქალაქში ყველა კომუნალური სამსახური მუშაობს და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს ბიზნესს მუშაობის განახლებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი