"ფეიკ ნიუსების" მსხვერპლი "ოცნება" - დეპუტატები "დახმარებას" ომბუდსმენს სთხოვენ

გამოქვეყნდა:

ის, რომ სახელისფულებო შტურმი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ კამპანიურია, მიუთითებს პარლამენტის დღევანდელი სხდომაც, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს ერთმანეთის მიყოლებით შესჩვლეს, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ "ფეიკ ნიუსები" ვრცელდება. 

პარლამენტის სხდომაზე, დღეს, მმართველი პარტიის წევრები, სახალხო დამცველის ანგარიშის კრიტიკის სანაცვლოდ "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტებს დეტალურად განიხილავდნენ - ამ გამოსვლებიდან ირკვევა, რომ მთელი ხელისუფლება "მთავარი არხის" აქტიური მაყურებელია. 

მმართველი პარტიის წევრები აქცენტს აკეთებდნენ კოვიდ 19-თან დაკავშირებულ სიუჟეტზე, სადაც მოქალაქეები ყვებოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ფულის სანაცვლოდ სთავაზობდნენ, რომ გარდაცვალების ცნობაში დიაგნოზს შეცვლიდნენ. 

გამოსავალი მათ ოპოზიციამ შესთავაზა. "ევროპული საქართველოს" წევრებმა პირდაპირ გააკეთეს განცხადებები და ნინო ლომჯარიას გადატანითი მნიშვნელობით მოუწოდეს, დაეცვათ როგორც "ქართული ოცნება", ისე მმართველი გუნდი. 

მე მინდა დაგისვათ ის კითხვა, რომლის დასმაც უნდა უმრავლესობას, მაგრამ ძაან მორიდებული ხალხია და ერიდებათ პირდაპირ კითხვა. მე დავეხმარები თუ შეიძლება. რატომ არ იცავთ ამ ხალხის უფლებებს? მმართველ გუნდს ვგულისხმობ. ვერ ხედავთ რა დღეში არიან? სულ მუდმივად ლანძღავენ ამათ, აკრიტიკებენ და არ არსებობს კანონი, რომ აუკრძალონ ხალხს ეს კრიტიკა. ერთი ტელევიზია ხელში ჩავიგდეთო და ციფრული ტექნლოგიები ისე განვითარდა, ხუთი გახსნესო. უპასუხეთ თუ შეიძლება, რატომ არ უჭერთ ამ ხალხს მხარს რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, დაეხმარეთ ამ ხალხს. აღარ შეუძლიათ მეტი. და ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ? მითხარით რა თუ შეიძლება. შეიძლება ასე? კაცს ამხელა ღვაწლი აქვს და არის უპატრონოდ მიგდებული და ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს მასზე. და თქვენ სახალხო დამცველი ხართ. მართლა აწუხებთ ეს კითხვა და იქნებ გასცეთ პასუხი, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი