
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი, იბრაჰიმ კალინი ამბობს, რომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი მეომრებისა და სამოქალაქო პირების გამოყვანის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება.
მისი თქმით, რუსებს სხვადასხვა გეგმა შესთავაზეს, მათ შორის ქარხნიდან სამხედროების ჯერ ბერდიანსკში, შემდეგ კი გემით სტამბოლში გადაყვანა.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ აზოვსტალში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, გამოვიყვანოთ იქიდან დაჭრილი მეომრები და სამოქალაქო პირები. ბევრი შეთავაზება და გეგმა გვქოდნა სამხედროების ბერდიანსკში გადაყვანაზე, შემდეგ კი იქიდან სტამბოლში ჩაყვანაზე. მდგომარეობის ერთ-ერთი ასეთი გეგმა იყო. ეს შეთავაზება ჯერ კიდევ განიხილება. როდესაც კიევში ვიყავი, პრეზიდენტ ზელენსკისთან სწორედ ეს საკითხი განვიხილე. მოხარულები ვიქნებით, თუ ამის განხორციელებას შევძლებთ. ჩვენ მზად ვართ და ჩვენი გემიც მზად არის", - თქვა იბრაჰიმ კალინმა.