უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 27 400 ჯარისკაცი დაკარგეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 27 400;
  • ტანკი - 1 220;
  • ჯავშანტექნიკა - 2 958;
  • საარტილერიო სისტემა - 555;
  • სარაკეტო სისტემა - 195;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 89;
  • თვითმფრინავები - 200;
  • ვერტმფრენი - 164;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 087;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 416;
  • გემი/ნავი/კატარღა - 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 42;
  • საკრუიზო რაკეტები - 95.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი