ვგმობთ პუტინის აგრესიას და სამუდამოდ უარს ვამბობთ საბჭოთა კავშირის აღდგენის ყველა მცდელობაზე | უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

უნგრეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტის, კატალინა ნოვაკის ინაუგურაცია გუშინ ჩატარდა. ნოვაკი, "ფიდესის" პარტიის ყოფილი დეპუტატი და პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოკავშირეა.

საკუთარ გამოსვლაში ნოვაკმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და თქვა, რომ ვარშავაში მოგზაურობას გეგმავს. მისი თქმით, ეს იქნება ვარშავასთან ურთიერთობების გამოსწორების აშკარა ჟესტი.

"სამშაბათს, 17 მაისს, მივემგზავრები ვარშავაში პოლონელი ხალხის პრეზიდენტთან შესახვედრად. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ანდჟეი (დუდა), მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ ისე, როგორც მეგობრებს შეეფერება! ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ სამუდამოდ უარს ვამბობთ ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის აღდგენას", - თქვა მან.

ნოვაკმა, ასევე, თქვა, რომ უნგრეთი ითხოვს ომის დანაშაულების გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი