"ეს ისტორიული დღეა, ახალი ერა იწყება" | ფინეთი ნატო-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებს

გამოქვეყნდა:

ფინეთმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ.

"ეს ისტორიული დღეა. ახალი ერა იწყება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფინეთის პრემიერ მინისტრი, სანა მარინი იმედოვნებს, რომ ფინეთის პარლამენტი დაადასტურებს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში და ამბობს, რომ  ეს იქნება ძლიერი მანდატის საფუძველზე.

ფინეთი, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი რუსეთთან 1,3 ათასი კილომეტრით, ბოლო დრომდე თავს არიდებდა სამხედრო ალიანსებში შესვლას, მათ შორის რუსეთთან (და მანამდე - საბჭოთა კავშირთან) ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

საული ნიინისტემ შაბათს დაურეკა ვლადიმერ პუტინს და აცნობა რუსეთის პრეზიდენტს ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. გადაწყვეტილება, როგორც ითქვა, უკავშირდება როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს, ასევე მოსკოვის წინააღმდეგობებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არ გაფართოებასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი