
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, დაახლოებით 500-მა რუსმა ოკუპანტმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა.
როგორც გაიდაიმ აღნიშნა, რუსებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლუგანსკში უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკა და თანამებრძოლები ნახეს.
"ყველაზე დიდი ბრძოლები სევეროდონეცკის მიმართულებით მიმდინარეობს. რამდენიმე დასახლებული პუნქტია, რომელიც ინტენსიურად იბომბება. ყოველდღიურად ვხედავთ დიდი რაოდენობით ტექნიკის მობილიზებას, რუსები დანაკლისის შევსებას ცდილობენ. ჩვენი ბიჭები სამი თვეა მედგრად დგანან და ამ პოზიციებს იცავენ. რუსების სამიზნე კვლავ ლუგანსკის ოლქია. დაახლოებით 500-მა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებსაც ინტენსიური შეტევები უნდა დაეწყოთ ლუგანსკში, ამაზე უარი თქვეს. მიზეზი ადგილზე რომ ჩავიდნენ უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკა და თანამებრძოლები ნახეს, რის გამოც, მათ ბრძოლის სურვილი აღარ აქვთ", - თქვა სერგეი გაიდაიმ.