
ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოს სუპერმარკეტში, სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ათივე გარდაცვლილი და დაშავებულებიც აფროამერიკელები არიან, რის გამოც ერთ-ერთ ვერსიად პოლიცია რასობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს განიხილავს.
დამნაშავე ახალგაზრდა კაცია. ის დანაშაულს ჩაფხუტზე დამაგრებული ვიდეოკამერით იღებდა. ბრალდებული დაკავებულია. ნიუ-იორკის შტატის კანონებით მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.