"ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან 60-ზე მეტი "კადიროვის ტიკტოკერი" გაიქცა" - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 100-მდე ე.წ. "კადიროველი" მოკლეს, 300-მდე დაიჭრა, 60-ზე მეტი კი გაიქცა.

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, უკრაინაზე თავდასხმაში ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან 2 500-მდე მებრძოლი მონაწილეობდა.

"აღსანიშნავია, რომ კადიროვის "ტიკტოკერები" მოჩვენებითი მომზადების, საბრძოლო სულისა და აღჭურვილობის მიუხედავად, აქტიური საომარი მოქმედებების ზონის გარეთაც კი, 2500 დაქირავებული მეომრიდან ასამდე დაიღუპა, სამასამდე დაიჭრა და სამოცზე მეტი იარაღით უკრაინიდან გაიქცა", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. 

სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "კადიროველებმა“ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა რუსეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის პირველ დღეებში დაიწყეს. მათი მთავარი ამოცანა იყო უკრაინელების დაშინება და გენოციდი.

დაზვერვის თანახმად,"კადიროველები" ჩხრეკდნენ, ქურდავდნენ და ძარცვავდნენ სახლებს, შეურაცხყოფდნენ მძევლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებს ჰქონდათ პირველი ფართომასშტაბიანი დანაკარგები, "კადიროველებს" უბრძანეს, შეეჩერებინათ უკანდახეული ოკუპანტები და დემონსტრაციულად დაეხვრიტათ ისინი, ვინც ბრძოლაზე უარს იტყოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი