პოლიციელის მხრიდან ძალადობა - ჩხარტიშვილი მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდა ''ლეიბორისტული პარტიის'' ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი. საქმე ეხება აქციაზე ჩხარტიშვილის დაკავებისას პოლიციელის მხრიდან ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებას. 

ამბობს, რომ ხსენებული პოლიციელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავდადებით, რაც უკანონო დავალებების შესრულებას გულისხმობს. 

პოლიტიკური რეპრესიები, უკანონო დაპატიმრებები, დაკავებები და ფიზიკური ანგრიშსწორებები არ გვიკვირს ჩვენ ივანიშვილის რეჟიმისგან და სამწუხაროდ, აღნიშნულ უკანონო ბრძანებებს ასრულებს თითქმის ყველა პოლიციელი, მაგრამ მათ შორის არიან გამორჩეული პოლიტზონდერები, რომელთა შორის არის ვინმე გოგა მემანიშვილი, - ამბობს ჩხარტიშვილი.

ჩხარტიშვილის ადვოკატმა ია სირანიშვილმა, პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი უკანონო დავალების შესრულებაში დაადანაშაულა, რაც, მისი განმარტებით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ''ლეიბორისტული პარტიის'' წევრმა პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი