საქართველოში თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ რუსეთიდან ჩამოსული სხვა ოლიგარქებიც. მათ ნაწილს - მაგალითად მიხაილ ფრიდმანს დისკომფორტი მხოლოდ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქიცებმა შეუქმნა, და ამიტომაც ახლა ბორჯომის გასხვისებაზე დაიწყო ლაპარაკი. სანტერესოა, რომ ადამიანი, ვინც სავარაუდო მყიდველად მოიაზრება, ასევე დაკავშირებულია კრემლის კარზე მიღებულ ოლიგარქებსა და ბიზნესმენებთან. რატომ აჩენს ეს ფიქტიური გარიგებისა და სანქიცებისთვის გვერდის ავლის გონივრულ ეჭვს - ამას სიუჟეტიდან შეიტყობთ.
საქართველო მყუდრო ნავთსაყუდელად გადაიქცა არა მხოლოდ რუსი ოლიგარქებისთვის, არამედ მათი თვითმფრინავებისთვისაც. მაგალითად თბილიში გადამალული ერთი ასეთი ხომალდის უკან ჩვენ რუსული არმიის სპორტ კლუბის - "ცსკას" მფლობელი და დირექტორი გავშიფრეთ.
არიან ისეთებიც, ვინც ასე საჯარო რადარებზე ჯერ არ მოხვდნენ, მაგრამ რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან თავისი წილი კავშირები აქვთ და საქართველოში უპრობლემოდ მკვიდრდებიან. ერთი სიტყვით - დღეს საქართველოს 20% რუსული ჯარების მიერაა ოკუპირებული, დანარჩენის ოკუპაციისთვის კი რუსული კაპიტალი გამოიყენება, რომელიც ახლა სანქციებისგან თავის დაღწევის გზებს ეძებს.