შვედეთის მმართველმა პარტიამ NATO-ში განაცხადის შეტანაზე მუშაობის დაწყებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

შვედეთის მმართველმა პარტიამ NATO-ში განაცხადის შეტანაზე მუშაობის დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

"2022 წლის 15 მაისს პარტიის საბჭომ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ პარტია შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადზე იმუშავებს",-წერია განცხადებაში.

პარტიის განცხადებაში ასევე წერია, რომ NATO-ს მიერ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარემ უნდა იმუშაოს ცალმხრივი პირობების დასახვაზე შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განთავსების წინააღმდეგ.

პარტიის გადაწყვეტილებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნ ლინდე გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.

"დღეს შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და დათანხმდა NATO-ს თავდაცვის ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააუარესა უსაფრთხოების მდგომარეობა შვედეთისა და მთლიანად ევროპისთვის",- დაწერა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი