
შეერთებულ შტატებში New York-ის ქალაქ ბუფალოში ერთ-ერთ სუპერმარკეტში მასობრივი სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული რასობრივად მოტივირებული იყო.
ეჭვმიტანილი 18 წლის თეთრკანიანი პეიტონ გენდრონია. მას, მასობრივი სროლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს, რაზეც ის თავს უდანაშაულოდ ცნობს.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილი პოლიციელია, რომელიც სუპერმარკეტში უსაფრთხოების თანამშრომლად მუშაობდა.