ნებისმიერი თანამდებობის პირი განსხვავებული აზრის ფონზე უნდა აირჩეს - მერაბ ტურავა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარის პირველი კომენტარი მედიასთან - მერაბ ტურავა პირობას დებს, რომ მედიასთან ღია და გახსნილი იქნება.

პასუხობს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კლანის გაძლიერებასთნ დაკავშირებით. ტურავა განმარტავს, რომ მისი თანამდებობრივი საქმიანობა არ აძლევს კომენტარის გაკეთების საშუალებას. გარდა ამისა, ამბობს, რომ არსებული ბრალდებები დასაბუთებული არ არის.

ნებისმიერ თანამდებობაზე პირის არჩევა უნდა ხდებოდეს რა თქმა უნდა განსხვავებული აზრის ფონზე, მე არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავ იმაში, რომ დღეს გამოხატა ერთ-ერთმა ახალბედა პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოზიცია. არაფერი არ იყო გამორიცხული, შეიძლებოდა ფარული კენჭისყრის დროს რომელიმე მათგანს პოზიცია შეეცვალა მითუმეტეს ამ ზეწოლის პირობებში, - ამბობს მერაბ ტურავა.

კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმაც, რომელიც მოსამართლეების გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე საუბრობს.

ჩვენ ვართ ზრდასრული ადამიანები, ჩვენ ვართ მოსამართლეები და ყველანი გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენით, შესაბამისად ჩვენ გადაწყვეტილებებზე ვართ პასუხისმგებელნი, - ამბობს ირინე იმერლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს. მას მხარი ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა. ტურავას კონკურენტს, ირინა იმერლიშვილს კი ოთხი ხმა ერგო. დღეს გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზეც ორი კანდიდატურიდან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. კანდიდატის გამარჯვებისთვის პლენუმის ცხრა მოსამართლიდან მხარი, მინიმუმ, ხუთ მოსამართლეს უნდა დაეჭირა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან იყო თავისუფალი, მას შემდეგ, რაც ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს. ამ თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა სამ წევრს. 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი