ბიძინას ლაქიობას ციხეში ჯდომა სჯობს, რადგან შეიძლება ფიზიკური თავისუფლება დაკარგო, მაგრამ არ გახდები მონა - მშვენიერაძე ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

"ბიძინას ლაქიობას ციხეში ჯდომა სჯობს, რადგან შეიძლება ფიზიკური თავისუფლება დაკარგო, მაგრამ არ გახდები მონა" , - ასე გამოეხმაურა იურისტი გიორგი მშვენიერაძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ე.წ. რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

"ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.
და მაინც, ბიძინას ლაქიობას ციხეში ჯდომა სჯობს, რადგან შეიძლება ფიზიკური თავისუფლება დაკარგო, მაგრამ არ გახდები მონა", - წერს მშვენიერაძე Facebook-ზე.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიაზე ხელბორკილების დადება, სინამდვილეში სიტყვის თავისუფლების დაპატიმრებას ნიშნავს.

 "ხელბორკილის დადებაც რა სიმბოლურია - ვითომ სადმე გარბოდა ნიკა. სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას დაადეს", - აღნიშნავს მშვენიერაძე. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი