სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება, საქართველოში პოლიტიკური დევნა არ დასრულდება - ბოკერია ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება "ქართული ოცნების" მხრიდან ძალის დემონსტრირებაა. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მანამ, სანამ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, პოლიტიკური დევნა არ დასრულდება.

"ყველამ იცის, რომ ეს არ არის მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის, მისი გარემოცვის გადაწყვეტილება, ძალის დემონსტრირება. ამიტომ, ჩვენ ყველანი უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნა საქართველოში არ დასრულდება, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ იქნება დამარცხებული ან არ იქნება ზღვარზე მარცხის. იქამდე დღეს ვიღაცას ბოლომდე დაიჭერს ან არ დაიჭერს, ამის მიუხედავად ბუნება ამ რეჟიმის არის პოლიტიკურ რეპრესიებზე დაყრდნობილი პუტინისტურ-კოლაბორაციონისტული რეჟიმი", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი