ხელისუფლება ოპოზიციას მოლაპარაკების შეწყვეტით ემუქრება - არჩილ თალაკვაძის ულტიმატუმს ოპოზიცია პასუხობს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტით იმუქრება. პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება ვერ შედგება, მოლაპარაკების ფანჯარა საბოლოოდ დაიხურება.

100/50 ფორმულა კი, თალაკვაძის თქმით, არის ერთადერთი შეთავაზება, რომლის შეცვლას მმართველი გუნდი აღარ აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა უკვე რეალურად იხურება, რადგან თებერვლის ბოლოს, შეთანხმება თუ არ შედგა პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია და ერთადერთი ამოცანა არის, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის ულტიმატუმს ხელისუფლების ოპონენტები პასუხობენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, 100/50-თან დაკავშირებით მათ პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს და მმართველ გუნდს აღნიშნულ ინიციატივაზე უარით რამდენჯერმე უკვე უპასუხეს.

„თუ სურდათ მათ, რომ ჩვენ გადავსულიყავით ნორმალურ წინასაარჩევნო რეჟიმზე, მათ ჰქონდათ გამოსავალი, როდესაც ოპოზიციამ შესთავაზა ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემა, თუმცა, გაწელეს ეს პერიოდი მაქსიმალურად და შემდეგ შემოიტანეს 100/50, რომელიც პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდება იმ სისტემისგან, რომელიც დღეს არსებობს და ახლა სურთ, რომ ისე მოაჩვენონ საზოგადოებას თავი, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, ასე არ არის. ბურთი მათ მოედანზეა და ხელისუფლების ამოცანა იყო და მათ ინტერესებში უნდა ყოფილიყო, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაძლეულიყო, მაგრამ როგორც ჩანს არ სურთ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი