საგანგებო შეკრება - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას იწყებს

გამოქვეყნდა:

საერთო ოპოზიციური შეკრება "რედიოსნში" - დღეს, 18 საათზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობისთვის იკრიბებიან. შეხვედრას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან:

"დღეს 6 საათზე  ვიკრიბებით პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის წარმომადგენლები და დავსახავთ ზუსტ გეგმას. ის, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის იქნება, ეს შეიძლება არ იყოს ისეთი ხანმოკლე როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რამხელა მონსტრს ვუპირისპირდებით და ჩვენი ვალია, რომ დავუპირისპირდეთ იმიტომ რომ არ გვაქვს უფლება აქ პუტინის ფარდის მიღმა დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა" - ამბობს "დროას" წევრი, ნინო გოგუაძე "დღის სტუმრის" ეთერში.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა, დღეს მას შემდეგ გააქტიურდა და დადგა დღის წესრიგში, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამია დააპატიმრეს.  

[ფოტო არქივი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი