
საერთო საგანგებო შეკრება - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი პოლიტიკური განაჩენის შემდეგ, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას იწყებს.
"უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც თავისთავად გულისხმობს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ერთი და იგივე ბრძოლის რამდენჯერმე მოგება გვიწევს, რომ საბოლოო შედეგზე გავიდეთ. ამ ბრძოლის მოგებაში საჭიროა განსხვავებული ადამიანების შეკრება მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო. მოცემულობა მძიმე და ძალიან მარტივია, რომელიც აუცილებლად იქნება გადალახული. ივანიშვილი გვთავაზობს, გადავიჩეხოთ უფსკრულში, რასაც ჰქვია რუსეთში ჩაშვება. ჯერი ჩვენზეა ან მივყვებით ივანიშვილის ნებას და უფსკრულში ჩავყვებით, ან ყველანი ერთად ამოვალთ",- განაცხადა ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ერთობლივი მიმართვა ექნებათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის.