კონტრჩვენება კახა კალაძეს - მერიასთან "იმედისა" და "პოსტვ"-ს სიუჟეტებს მიმოიხილავენ

გამოქვეყნდა:

კონტრჩვენება კახა კალაძეს - "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრული ფრთა თბილისის მერიასთან შეიკრიბა. ახალგაზრდები ტელეკომპანიების "იმედი" და "პოსტვ" ეთერში გასულ სიუჟეტებს მიმოიხილავენ და ამბობენ, რომ სწორედ ეს ტელევიზიები არიან მიკერძოებულები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე მედიაში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით განცხადებებს ამ წუთებში, ლაივ-რეჟიმში აკეთებს. "ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - ასე დააანონსა კალაძემ ეს ჩვენება და განაცხადა, რომ არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები და მედია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რისი შესაძლებლობაც მათ არ მიეცემათ. მერის თქმით, დღეს მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას სიცრუეზე, რომელიც პირადად მისი და მუნიციპალიტეტის მისამართით ისმის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი